Frances King - ის სკოლა, 1973 წელს ლონდონის ყველაზე ელიტურ უბანში, ჩელსიში დაარსდა. მან მალე დაიკავა წამყვანი ადგილი მსოფლიოს ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლებს შორის. 40 წლის მანძილზე უზრუნველყოფილი სწავლების მაღალი ხარისხის დამადასტურებელია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაცია: British Council, Quality English, English UK, Private Further Education, The International Association of Language.
Frances King-ის ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლა მთელი წლის მანძილზე სტუდენტებს კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს:
- ზოგადი ინგლისური ენის კურსები
- სემესტრული და აკადემიური პროგრამები
- საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამები
- ბიზნეს და პროფესიული ინგლისური ენის კურსები
- ოჯახური პროგრამები
- პროგრამა - შობა და ახალი წელი ლონდონში
სკოლაში ფუნქციონირებს ინტერაქტიული თეთრი დაფებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, კომპიუტერული ლაბორატორია, კაფეტერია. რაც მთავარია, ნებისმიერი სტუდენტი Frances King-ის ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში აღწევს სასურველ შედეგს, ვინაიდან სკოლაში მუშაობენ გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები.
www.francesking.com